Foto

ჯიმ რიში ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაზე - დღევანდელი გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია

დღევანდელი გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია, - ასე გამოეხმაურა სენატორი ჯიმ რიში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების საკითხს.

მისივე თქმით, დადგა დრო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება.

"სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება. დღევანდელი გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია. დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება. მე გავაგრძელებ ქართველი ხალხის მხარდაჭერას მათ მისწრაფებაში, ჰქონდეთ უფრო დემოკრატიული და გამჭვირვალე მომავალი".

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.