ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკის კრახი,- ასე ეხმაურება "ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას.
ნაცვლიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სანქციების დაწესებას უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გადაწყვეტილება უწოდა და თქვა, რომ ეს მხარდაჭერას საქართველოს მოქალაქეებს უცხადებს.
"ლელო საქართველოსთვის" მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, დაასანქციროს საქართველოში სასამართლო კლანის ხელმძღვანელები. ეს არის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გადაწყვეტილება, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მოქალაქეებს და მათ უფლებას, იცხოვრონ სამართლიან და არაკლანურ სახელმწიფოში. ეს გადაწყვეტილება ასევე არის ძალიან ღიაა გზავნილი "ქართული ოცნების" და მისი მატყუარა პოლიტიკის მიმართ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამ წლების განმავლობაში, რომ სასამართლო კლანი და უსამართლო სისტემა, რომელიც მიიღო მემკვიდრეობით წინა ხელისუფლებიდან, არათუ არ გაეშვა სახლში, არამედ შეერემონტებინა, გაეძლიერებინა და უვადოდ მიესაჯა საქართველოს მოქალაქეებისთვის კლანი და მათ მიერ მართული სასამართლო სისტემა. ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკის კრახი და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ტიპის გუნდი არ შეიძლება მართავდეს სახელმწიფოს", - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.
სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press