მე არ ჩამიდენია ისეთი რამ, რასაც სანქცირება უნდა მოჰყოლოდა, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მის მიმართ სანქციების დაწესების საკითხზე განაცხადა.
მურუსიძის თქმით, აღნიშნული ქმედებით, აშშ-მა გზავნილი გაუგზავნა სხვა მოსამართლეებს, რომ თუ ისინი არ დაემორჩილებიან მოთხოვნებს, დასანქცირდებიან.
"საბოლოო ჯამში, ღირსება მაინც ყველაზე მაღლა დგას. მე არ ჩამიდენია ისეთი რამ, რასაც სანქცირება უნდა მოჰყოლოდა. რადგანაც სხვა ბერკეტი ვერ მოძებნეს სასამართლო სისტემის ხელში ჩასაგდებად, გააკეთეს ეს, გაუგზავნეს სიგნალი სხვა მოსამართლეებს და უთხრეს, რომ აგერ, ხედავთ მურუსიძეს ჩვენ რა გავუკეთეთ? დაემორჩილებით ჩვენს დიქტატს? კი ბატონო, შესაბამისად, თქვენც იქნებით ამ სასამართლო სისტემაში. არავის არ უთქვამს, რომ ბატონო ლევან, მობრძანდით და თქვენ რომ ბრალდებას გიყენებთ კორუფციაში, თქვენ რა არგუმენტები გაქვთ საპირისპირო?! აშშ ძლიერი, გავლენიანი ქვეყანაა და რა თქმა უნდა, მურუსიძეს მოერევა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმართლეს ლაპარაკობს", - განაცხადა ლევან მურუსიძემ "ქრონიკასთან" სატელეფონო საუბრისას.
შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.
სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press