დარწმუნებული ვარ, რომ ჩინეთს აქვს მთავარი როლი მშვიდობის დამყარებაში, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს.
როგორც მაკრონი სოციალურ ქსელში წერს, ჩინეთში სწორედ აღნიშნული საკითხის განსახილველად ჩავიდა.
„დარწმუნებული ვარ, ჩინეთს აქვს მთავარი როლი მშვიდობის დამყარებაში. ეს არის ის, რის განსახილველადაც ჩამოვედი, წინსვლისთვის. პრეზიდენტ სი ძინპინთან ჩვენ ასევე ვისაუბრებთ ჩვენს ბიზნესზე, კლიმატზე, ბიომრავალფეროვნებაზე და სურსათის უსაფრთხოებაზე“, - წერს მაკრონი Twitter-ზე.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, ჩინეთში გუშინ, 5 აპრილს ჩავიდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press