ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი არჩევნებში დამარცხების შემდეგ გადადგა. ფინური მედიის ცნობით, სანა მარინმა გადადგომის შესახებ განცხადებით პრეზიდენტს, საული ნინისტოს მიმართა, რომელმაც განცხადება უკვე დააკმაყოფილა.
არჩევნებში გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე პეტერი ორპო მთავრობის ფორმირებისთვის კონსულტაციებს მომავალი კვირიდან დაიწყებს.
შეგახსენებთ, ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ სანა მარინის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ დამარცხდა.
ხმების 95%-ის დათვლის შემდეგ, პირველ ადგილზე გავიდა კონსერვატიული „ეროვნული კოალიციის პარტია“ 20.7%-ით, მეორე ადგილზე კი - ულტრამემარჯვენე „ფინელების პარტია“ 20.1%-ით.
სანა მარინი არჩევნებში მეორე ვადით იბრძოდა. 2019 წელს ის გახდა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი, მან თანამდებობა 34 წლის ასაკში დაიკავა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press