ჩემმა კოლეგა მინისტრმა, გამოაქვეყნა თავისი პოზიცია განცხადების სახით და აბსოლუტურად ვეთანხმები მის შეფასებას, - ასე გამოეხმაურა სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებას, რომელმაც ენტონი ბლინკენს სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით გაუგზავნა.
ილია დარჩიაშვილმა კითხვაზე ფიქრობს თუ არა, რომ არის შანსი მისი დასანქცირების, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის არ ფიქრობს, რომ სანქციების სახით რაიმე ტიპის საფრთხე ემუქრება.
"ჩემმა კოლეგა მინისტრმა, ბატონმა დარჩიაშვილმა გამოაქვეყნა თავისი პოზიცია განცხადების სახით და აბსოლუტურად ვეთანხმები მის შეფასებას", - თქვა ლილუაშვილმა.
უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს ამერიკის შეერთებული შტატები, არაჩვეულებრივი ქვეყანაა, კარგი დემოკრატიის ქვეყანაა. [ვისაც ნანახი არ აქვს] იმას გული დაწყდება", - განაცხადა ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.
სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press