ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და მესიჯია სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირების საკითხს.
მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება, დიდი პროცესის დასაწყისია, რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების მხარდაჭერას ის ამაზე კომენტარს წინასწარ ვერ აკეთებს.
"ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და მესიჯია სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. ევროპულ პარლამენტს არა ერთხელ მოუთხოვია სანქციების დაწესება, მაგრამ საუბარია სანქციების დაწესებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონის მიმართ, რომელიც ყველაფრის უკანაა, მათ შორის მოსამართლეების, მართლმსაჯულების და პოლიტიკური სისტემების, ბუნებრივია, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს. მჯერა, რომ მოსამართლეების საქმე და ეს გადაწყვეტილება პროცესის დასაწყისია. რაც შეეხება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გაზიარებას ევროკავშირში, ვნახოთ, ჯერჯერობით წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. აქ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის ერთსულოვნებაა მნიშვნელოვანი", - განაცხადა იუკნევიჩიენემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press