ბაზისბანკი აქტიურად აგრძელებს აგრო მიმართულების დაფინანსებას. შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში და ბაზისბანკის მხრიდან 1 მილიონ 110 ათასი ლარის ფინანსური მხარდაჭერით, შატო ბასილონმა, სიღნაღის რაიონ სოფელ ხირსაში, მის საკუთრებაში არსებული ხირსის ისტორიული ღვინის მარნის რეაბილიტაცია განახორციელა.
ასევე, შატო ბასილონმა, ბაზისბანკის მხრიდან 510 ათასი ლარის ფინანსური მხარდაჭერითა და შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის მეშვეობით, ნეკრესის მონასტრის ფერდობზე, მის კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე შექმნა საქართველოში პირველი უნიკალური აგრო ეკოსისტემა, სადაც 40 ჰექტარზე საფერავის ჯიშის ვენახები გააშენა. აღსანიშნავია, რომ ვენახების გარშემო, 30 ჰექტარზე, გაშენებულია აკაციის, პავლოვნიის და ბროწეულის ტყეები, რომლებიც ბუნებრივ წონასწორობას იცავენ მცენარეებს, ფრინველებს, მწერებსა და მიკროორგანიზმებს შორის.
შატო ბასილონს, ღვინის მარანსა და ვენახებში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა ჰყავს დასაქმებული.
„ბაზისბანკთან ჩვენი პარტნიორობა წლების წინ დაიწყო. რომ არა სოფლის მეურნეობის შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა და ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერა, ზემოთაღნიშნული პროექტი ვერ განხორციელდებოდა. ამჟამად, შატო ბასილონის ვენახები უკვე სრულმოსავლიანია და ადგილობრივი დასახელების წითელი, ნახევრადმშრალი ღვინო "კახეთის“ ჩამოსხმა-რეალიზაცია დაიწყება, რომლის ექსპორტიც განხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“, - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა, ქიჩირი ბასილაშვილმა.
„მუდმივად მხარს ვუჭერთ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირებსა და კომპანიებს განვითარებაში. ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის. ეკონომიკურად გამართული ყოველი ახალი პროექტი და შექმნილი ახალი სამუშაო ადგილები ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენსა და შატო ბასილონს შორის პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება და ახალ მასშტაბებს მიაღწევს“, - განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press