უკრაინელები საუკეთესოდ იყენებენ NATO-ს ტიპის იარაღს რუსული არმიის გასანადგურებლად, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი სოციალურ ქსელში წერს.
რეზნიკოვის თქმით, უკრაინელების ასეთი გამოცდილება "უაღრესად მნიშვნელოვანია ალიანსისთვის".
"უკრაინა NATO-ს 33-ე წევრი უნდა გახდეს, შვედეთი კი 32-ე. უკრაინელები საუკეთესოდ იყენებენ NATO-ს ტიპის იარაღს რუსული არმიის გასანადგურებლად. ასეთი გამოცდილება უაღრესად მნიშვნელოვანია ალიანსისთვის", - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი twetter-ზე.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ფინეთი ოფიციალურად ნატოს 31-ე წევრი გახდა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press