მე სანქციებით ვერავინ შემაშინებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ერთადერთი მიზეზი, რამაც თავის დროზე პოლიტიკაში მოიყვანა, საქართველოს ინტერესების დაცვა იყო და დღესაც მხოლოდ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს.
„2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, ეს ნაკარნახევი იყო ქვეყნის მდგომარეობით, ჩემი სამშობლოს სიყვარულით. ამას არ ვნანობ. დღესაც ჩემს ხალხს ვემსახურები. სამწუხაროდ, ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც სხვისი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. სამარცხვინოა, როდესაც ფულს გიხდიან და სხვისი ქვეყნის ინტერესებს ატარებ. მე სანქციებით ვერავინ შემაშინებს. თქვენ ნუ ინერვიულებთ ჩემს თანხებზე, ჩემს ბიზნესზე. ჩემს თავს როგორმე მივხედავ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.
სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press