რაც შეეხება "მეორე ფრონტის" საკითხს, ამაზე ძალიან ბევრჯერ ვთქვი და მინდა, გითხრათ, ეს არის 100%-ით სიცრუე, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცახადა.
მისივე თქმით, არ არსებობს ფიქრის საფუძველი იმისა, რომ აშშ-ს საქართველოს საფრთხეში ჩაგდება უნდოდეს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში აშშ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე მუშაობს.
მან დასძინა, რომ თეორია, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს ძალიან შემაშფოთებელია, მით უფრო მაშინ, როდესაც ამას მმართველი პარტიის წარმომადგენლები აჟღერებენ.
"რაც შეეხება "მეორე ფრონტის" საკითხს, ამაზე ძალიან ბევრჯერ ვთქვი და მინდა, გითხრათ, ეს არის 100%-ით სიცრუე. რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოს საფრთხეში ჩაგდება, მაშინ, როდესაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს., ვმუშაობთ სასაზღვრო პოლიციასთან, სანაპირო დაცვასთან... რატომ უნდა გვინდოდეს, რომ საქართველო დავაყენოთ რისკის ქვეშ?! ნამდვილად შემაშფოთებელია, როდესაც ეს ტყუილი, კონსპირაციული თეორია ძალიან ხშირად ჟღერდება და ხანდახან ამას იმეორებს მმართველი პარტიის წარმომადგენლები", - განაცხადა დეგნანმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press