მოსკოვს ძალიან სურს უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლა, მაგრამ რუსები რეალურ გეგმებს ბრძოლის ველზე იხილავენ, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საუბარია აშშ-ისა და ნატო-ს მიერ უკრაინის კონტრშეტევის მომზადების გეგმაზე.
პოდოლიაკის თქმით, „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებული კონტრშეტევის გეგმა „ფოტოშოპით“ გაკეთებულ ფალსიფიკაციას წარმოადგენს.
„მოსკოვს ძალიან სურს უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლა, მაგრამ რუსები რეალურ გეგმებს ბრძოლის ველზე იხილავენ, მალე“, - წერს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, ამერიკულმა გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ ბაიდენის ადმინისტრაციაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სოციალურ ქსელებსა და ტელეგრამ არხებზე გავრცელდება პენტაგონისა და ნატო-ს საიდუმლო დოკუმენტების ფოტოსურათები, როლებიც უკრაინის კონტრშეტევის მომზადებას ეხება.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press