ჩვენ ეჭვი არ გვეპარება აშშ-სა და ნატოს პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართულობაში რუსეთსა და უკრაინას შორის წარმოქმნილ კონფლიქტში, - ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი, „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საუბარია აშშ-ისა და ნატო-ს მიერ უკრაინის კონტრშეტევის მომზადების გეგმაზე.
მისივე თქმით, დასავლეთისა და აშშ-ის ჩართულობა რუსეთ-უკრაინის ომში სიტუაციას ართულებს, მაგრამ "სპეცოპერაციის" საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.
„ჩვენ ეჭვი არ გვეპარება აშშ-სა და ნატო-ს პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართულობაში რუსეთსა და უკრაინას შორის წარმოქმნილ კონფლიქტში. ჩართულობის ეს დონე თანდათან იზრდება. ჩვენ მივყვებით ამ პროცესს. რა თქმა უნდა, ეს ართულებს მთელ ამბავს, მაგრამ სპეცოპერაციის საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს “, - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, ამერიკულმა გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ ბაიდენის ადმინისტრაციაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სოციალურ ქსელებსა და ტელეგრამ არხებზე გავრცელდება პენტაგონისა და ნატო-ს საიდუმლო დოკუმენტების ფოტოსურათები, როლებიც უკრაინის კონტრშეტევის მომზადებას ეხება.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press