Foto

TASS - გრიბოედოვის თეატრი რუსეთისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს

თბილისში არსებული ალექსანდრე გრიბოედოვის რუსული დრამატული თეატრი რუსეთისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია Tass, რუსეთის კულტურის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ალა მანილოვას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდა გრიბოედოვის თეატრისა, რუსეთი 2023 წლის პროგრამის ფარგლებში, 10 ქვეყანაში არსებულ რუსულ თეატრებს დააფინანსებს, მათ შორის არის, აფხაზეთში არსებული რუსული თეატრიც.

მანილოვას ინფორმაციით, 5 მილიონი რუბლი აღჭურვილობის შესაძენად გამოიყენება, ხოლო კიდევ 5 მილიონი რუბლი საპრემიერო სპექტაკლების დასაფინანსებლად, გამოცემის ინფორმაციით, დაფინანსებისთვის რესურსებს ავტონომიური, არაკომერციული ორგანიზაცია გამოყოფს. 

"დაფინანსების მიმღები იქნება რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრი აფხაზეთში, სტანისლავსკის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი სომხეთში, მ. გორკის სახელობის ეროვნული აკადემიური დრამატული თეატრი და ბელარუსის გროდნოს რეგიონული თოჯინების თეატრი, გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრი საქართველოში, და ყარაგანდას სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი ყაზახეთში, მან ასევე დაასახელა ჩინგიზ აიტმატოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი და ყირგიზეთის უმურალიევის სახელობის ბიშკეკის საქალაქო დრამატული თეატრი, ტაჯიკეთში მაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი, თურქმენეთის პუშკინის სახელობის რუსული დრამატული თეატრი და ახალგაზრდული თეატრი უზბეკეთში," - წერს გამოცემა.