დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსმა, რუსტამ ლატიპოვმა, 9 აპრილს თბილისში ოპოზიციის მოახლოებულ აქციასთან დაკავშირებით დროებითი სასაზღვრო შეზღუდვა დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
საზღვარზე საქართველოსთან, მდინარე ენგურის გასწვრივ გადაადგილების დროებითი შეზღუდვები საოკუპაციო რეჟიმმა დღეს დააწესა, რასაც ენგურის ხიდის ცალმხრივად ჩაკეტვა მოჰყვა.
„აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარზე საქართველოსთან, მდინარე ენგურის გასწვრივ გადაადგილების დროებითი შეზღუდვები დაწესდა 9 აპრილთან დაკავშირებით, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ლატიპოვმა.
შეგახსენებთ, 9 აპრილს, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press