ვერაფერი გადაფარავს და გაახუნებს ამ დღეს, როგორც უდიდესი მსხვერპლის და უდიდესი გამარჯვების აქტს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
მელიას განცხადებით, საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის გამარჯვებით დაგვირგვინება 9 აპრილის გმირებმა განაპირობეს.
"ჩვენ გვაქვს ორი 9 აპრილი - 1989 წლის ტრაგედია, რომელიც 1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ აქცია გამარჯვებად - გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.
9 აპრილის გმირებმა განაპირობეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის დაგვირგვინება გამარჯვებით.
ვერაფერი გადაფარავს და გაახუნებს ამ დღეს, როგორც უდიდესი მსხვერპლის და უდიდესი გამარჯვების აქტს", - წერს ნიკა მელია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილების მიერ თბილისში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევას მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოქალაქე კი, დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ გამოაცხადა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press