ბაზისბანკმა, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინიძის სკოლის პროექტი, „ჯანსაღი ცხოვრების წესი საუკეთესო არჩევანია“ დააფინანსა.
პროექტის მიზანია, საზოგადოებაში ეკოლოგიისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ნახატები, საინფორმაციო ბუკლეტები და ვიდეორგოლები ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, რომლებიც გავრცელდება თემში. გამოიცა კედლის გაზეთები, სკოლის ეზოში მოეწყო მწვანე სივრცე, სადაც იგეგმება სპორტული ღონისძიებების ციკლის ჩატარება სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
შერჩეული აქტივისტები, პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებენ მუშობას თემში გარემოს დაცვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. ასევე, იმუშავებენ „მწვანე კუთხის“ მოვლასა და სპორტული შეჯიბრებების რეგულარულად ორგანიზებაზე.
„ბაზისბანკისთვის მწვანე პროექტების განხორციელება, სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის ჩართულობა საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და გარემოს დამზოგავი ქცევის ჩამოყალიბებაში“, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press