Foto

დეკანოიძე - აქციაზე არ ვყოფილვარ, მაგრამ უფრო მეტ მობილიზაციას ველოდი

 მე არ ვყოფილვარ გუშინდელ აქციაზე, მაგრამ რაც ვნახეთ, გაცილებით უფრო დიდი რაოდენობის მობილიზაციას ველოდი, - ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე გუშინ, 9 აპრილს გამართულ აქციას სახელწოდებით რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით ჩატარდა. 

დეკანოიძის თქმით, მზადება, რომელიც ამ აქციასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა, უფრო მეტი მობილიზაციის იმედს იძლეოდა.

"მე ძალიან კარგად ვიცი, ვინ არის ოპოზიცია, ვინ ებრძვის ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი ხანია, 2012 წლიდან, ვის მიაჩნია იგი საფრთხედ და ძალიან კარგად მაქვს წარმოდგენილი როგორი უნდა იყოს ეს ქვეყანა მომავალში, დაცლილი სხვადასხვა გავლენებისგან, კოალიციური მთავრობით და ერთპარტიული მმართველობის გარეშე. მე არ ვყოფილვარ გუშინდელ აქციაზე, მაგრამ რაც ვნახეთ, გაცილებით უფრო დიდი რაოდენობის მობილიზაციას ველოდებოდი მე პირადად სამი კვირით ადრე, ამ მომზადების პერიოდში", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

შეგახსენებთ, გუშინ, 9 აპრილს "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, აქცია სახელწოდებით "ერთად ევროპაში" გაიმართა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს 4 ძირითადი მოთხოვნა გააცნო.

როგორც ხაბეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მთავარ მოთხოვნათა შორის, ლაზარე გრიგორიადისის, მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, აშშ-ის მიერ დასანქცირებული მოსამართლეების გადადგომა და 12 პუნქტის შესრულებაა.