სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უზენაესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა საგანგებო მიმართვისას აღნიშნა, საქართველოს სასამართლო სისტემა ერთ-ერთი სამაგალითოა ევროკავშირში.
"სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს, გახდა დამოუკიდებელი, თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან - როგორც შიდა, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან. რა თქმა უნდა, მიუღებელია გავლენის მოხდენა მოსამართლეებზე. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის, ყველასთვის. მე დავუდასტურე პატივცემულ მოსამართლეებს ჩვენი სრული მხარდაჭერა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება...
მინდა შევახსენო საზოგადოებასა და ჩვენს პარტნიორებს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, აბსოლუტურად, როგორც იტყვიან, დღესავით ნათელი გახდა ის რეალობა, რომელიც შეიქმნა. როგორც დღე და ღამე განსხვავდება, ასეთი სასამართლო ჩავიბარეთ ჩვენ 2012 წელს. სასამართლო, რომელიც იყო მართული ერთი ადამიანის მიერ - პრეზიდენტ სააკაშვილისა და იუსტიციის მინისტრ ადეიშვილის მიერ, რომელიც ამავდროულად, იყო მთავარი პროკურორი და სასამართლოსთვის ინსტრუქციის მიმცემი. სასამართლო იყო პროკურატურის დანაყოფი. ჩვენ ეს რეალობა დავასრულეთ, როცა მოძალადე რეჟიმს ქართველმა ხალხმა უთხრა უარი.
ჩვენ სასამართლოს ვუთხარით, რომ - იმ დღეს, როდესაც "ქართული ოცნება" გახდა ამ ქვეყნის მმართველი, სასამართლოც გახდა თავისუფალი და დამოუკიდებელი... ოთხი ტალღის რეფორმის შედეგი არის ის, რომ დღეს სასამართლო არის ერთ-ერთი სამაგალითო მთელს ევროკავშირში. ამას ადასტურებს კვლევები. მოქალაქეების ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან გაზრდილი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.
სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press