ლ თალაკვაძე გუშინ, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ აქციას.
თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ ხაბეიშვილმა აღნიშნული აქციის გამო, "მკაცრი საყვედურები მიიღოს".
"გუშინდელი აქცია იყო ისტორიის გადაწერის მცდელობა ან ისტორიაზე ჩამოკიდების მცდელობა. მათივე მხარდამჭერებიც კი არ მივიდნენ აქციაზე. ჩემი აზრით, ეს არის სრული ჩავარდნა და ლევან ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო. არ გამოვრიცხავ, ხაბეიშვილმა, ამის გამო ძალიან მკაცრი საყვედურები მიიღოს. უკვე მერამდენედ ხდება, როდესაც ის იმუქრება ხან ციხესიმაგრეების დანგრევით, ხან ამბობს, რომ მოაწყობს საშინელ გაზაფხულს, ხან ამბობს, რომ ხელისუფლებას გადააყენებს. ამ ტიპის არასერიოზული განცხადებები ჩვენთვის ახალი არ არის და არც გასაკვირი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, 9 აპრილს "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, აქცია სახელწოდებით "ერთად ევროპაში" გაიმართა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს 4 ძირითადი მოთხოვნა გააცნო.
როგორც ხაბეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მთავარ მოთხოვნათა შორის, ლაზარე გრიგორიადისის, მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, აშშ-ის მიერ დასანქცირებული მოსამართლეების გადადგომა და 12 პუნქტის შესრულებაა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press