Foto

სამნიძე ხაბეიშვილზე - ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ადეკვატურ განცხადებებს არ აკეთებს

ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ის, რა კრიზისიც არის პარტიაში, აისახება მის თავმჯდომარეზე და არ აკეთებს ადეკვატურ განცხადებებს, - ასე გამოეხმაურა "რეფორმების ჯგუფის" დეპუტატი ხათუნა სამნიძე ენმ-ს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, რომელმაც ოპოზიციის ნაწილს თვითმარქვია უწოდა. 

სამნიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში თანმიმდევრული არ არის, რაც 9 აპრილს ორგანიზებულმა აქციამაც დაადასტურა.

"ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ის, რა კრიზისიც არის პარტიაში, აისახება მის თავმჯდომარეზე და არ აკეთებს ადეკვატურ განცხადებებს. მიხედოს საკუთარ მანდატებს პარლამენტში და მერე ილაპარაკოს სხვა ოპოზიციონერ კოლეგებზე. არ არიან თანმიმდევრულები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში და გუშინდელმა აქციამაც დაადასტურა ეს", - განაცხადა სამნიძემ. 

შეგახსენებთ, გუშინ, 9 აპრილს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, აქცია სახელწოდებით "ერთად ევროპაში" გაიმართა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს 4 ძირითადი მოთხოვნა გააცნო.

როგორც ხაბეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მთავარ მოთხოვნათა შორის, ლაზარე გრიგორიადისის, მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, აშშ-ის მიერ დასანქცირებული მოსამართლეების გადადგომა და 12 პუნქტის შესრულებაა.