მან [პუტინმა] შეცდომა დაუშვა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, როდესაც უკრაინაზე იერიში მიიტანა, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რაც რუსეთის მხრიდან 20 წლის განმავლობაში იგეგმებოდა, თავიდანვე კრახით დასრულდა და წლების განმავლობაში ვეღარ გამოსწორდება.
მან დასძინა, რომ პუტინი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანის სტატუსით სარგებლობდა, უკრაინაში წარმოებული ომის შემდეგ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ტრიბუნალის ეჭვმიტანილი კრიმინალის სტატუსზე გადავიდა.
"ის, რაც 20 წლის განმავლობაში მზადდებოდა და თავიდანვე ჩავარდა, ერთ, ორ, ან სამ წელიწადში ვერ გამოსწორდება. მან შეცდომა დაუშვა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, როდესაც უკრაინაზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანი ჰააგის ტრიბუნალის ეჭვმიტანილი კრიმინალის სტატუსზე გადავიდა", - განაცხადა დანილოვმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press