„რუსეთი ბელარუსს საკუთარი ტერიტორიის მსგავსად დაიცავს“, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. იუწყება რუსული სამთავრობო მედია.
ლუკაშენკოს თქმით, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ინიციატივას მხარი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც დაუჭირა მხარი.
"ამან გაიჟღერა მოლაპარაკებებზე [ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტების] ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია დაიცავს ბელარუსს ისე, როგორც საკუთარ ტერიტორიას. ეს არის უსაფრთხოების ის გარანტიები, რომლებიც გვჭირდება", - თქვა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, 5 აპრილს, ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა, შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერმა უსაფრთხოების ახალი კონცეფცია განიხილეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press