ვთვლი, რომ სხვა ოფიციალური პირები საქართველოს ხელისუფლებაში და ქართულ ოცნებაში ფრთხილად უნდა იყვნენ, თუ ფიქრობენ, რომ მათ სანქციები არ შეეხებათ, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დევიდ კრამერმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ სანქციები არ ვრცელდება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არამედ ზემოთ აღნიშნული კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე სერიოზულად დგას.
"მაყურებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაგონ, რომ ეს სანქციები არ არის საქართველოს ან ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ის გახლავთ კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ გამოყენებული, რომლებსაც ჩვენ პასუხი უნდა ვაგებინოთ იმ პრობლემებზე, რომელიც სერიოზულად დგას თქვენი ქვეყნის წინაშე.
ვთვლი, რომ სხვა ოფიციალური პირები საქართველოს ხელისუფლებაში და ქართულ ოცნებაში ფრთხილად უნდა იყვნენ, თუ ფიქრობენ, რომ მათ სანქციები არ შეეხებათ. ეს გახლავთ პირველი ნაბიჯი, რომელიც აშშ-მა გადადგა ამ მიმართულებით. ამას შეიძლება დამატებითი სანქციები მოჰყვეს. მე აღარ ვლაპარაკობ აშშ-ის მთავრობის სახელით, არ ვარ ოფიციალური პირი შეერთებული შტატების, მაგრამ ეს გახლავთ ჩემი შეფასება მიმდინარე სიტუაციისა", - განაცხადა კრამერმა.
შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.
სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press