როდესაც ვიღაცამ იცოდა, რომ ხვალ კენჭისყრა უნდა გამართულიყო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და გადაწყვიტა, წასულიყო ქალაქიდან, ეს არის უკიდურესი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა, - ასე გამოეხმაურა "ლელოს" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისა და მისივე პარტიის წევრის, ანა წითლიძის პოლონეთში ვიზიტს.
მისივე თქმით, ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საკუთარ ხმასთან და მანდატთან არის ის, რაც საზოგადოებას უჩენს განცდას, რომ არ შეიძლება, ენდო ოპოზიციურ პოლიტიკოსებს და მსგავსი საქციელი მთლიანად ოპოზიციას აზიანებს.
„თუ მიგაჩნია, რომ პარლამენტში უნდა იყო და მანდატი უნდა გქონდეს, უფრო მნიშვნელოვანი რა საკითხი შეიძლება არსებობდეს მანდატის გამოსაყენებელად? დღეებია, ვაწარმოებთ კამპანიას და ვაფრთხილებთ მთელ ოპოზიციას, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის და ამ პროცესში თითო ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საკუთარ ხმასთან და მანდატთან არის ის, რაც საზოგადოებას უჩენს განცდას, რომ არ შეიძლება, ენდო ოპოზიციურ პოლიტიკოსებს და მსგავსი საქციელი აზიანებს მთლიანად ოპოზიციას“, - განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პოლონეთში, ანა წითლიძესთან, გიული ალასანიასთან, გიორგი ჩალაძესთან და ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან ერთად ვიზიტით იმყოფებოდა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press