14 აპრილს მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო „პრომეთეს ჯილდო” თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ვარშავაში დაჯილდოებაზე მოწვეულია დელეგაციები უკრაინიდან, საქართველოდან და საფრანგეთიდან.
"14 აპრილს მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო “პრომეთეს ჯილდო” თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის.
ვარშავაში დაჯილდოებაზე მოწვეულია დელეგაციები უკრაინიდან, საქართველოდან და საფრანგეთიდან. ასევე, პოლონეთის ხელისუფლება იქნება წარმოდგენილი უმაღლეს დონეზე",- წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა. ჯილდო მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ჩაიბარეს.
აღნიშნულს 27 მარტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის თქმით, "ეს იგივეა, რომ რომელიმე ქვეყანამ ბრეივიკს გადასცეს ჯილდო".
ღარიბაშვილის ეს განცხადება შეაფასა ნორვეგიის ელჩმა. ჰელენ სანდ ანდრესენმა თქვა, რომ სააკაშვილის ტერორისტ ბრეივიკთან შედარება "უაღრესად უადგილოა".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press