მიმდინარე წლის აპრილის თვეში „საქართველოს ფოსტას“, სომხეთიდან, ფოსტის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს ფოსტასა“ და სომხეთის ეროვნულ ოპერატორს “HayPost CJSC”- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.
მათი ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს, საფოსტო მომსახურების სფეროში ურთიერთთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, საუკეთესო პრაქტიკისა და შესაბამისი ტექნიკური და მეცნიერული ინფორმაციის გაცვლას. ასევე, საფოსტო ქსელისა და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გამოყენებით საფოსტო გზავნილების იმპორტისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობა ქვეყნებს შორის.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს „საქართველოს ფოსტის“ ფინანსურმა დირექტორმა ლაშა ჯაფარიძემ და “HayPost CJSC”- ს ხელმძღვანელის მოადგილემ არტაკ გულიანმა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press