დაუშვებლად მიმაჩნია სანქცირებაზე აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები,- ასე ეხმაურება კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას.
წულუკიანის თქმით, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია იმის ფონზე, რომ სწორედ დასავლეთი იყო მომხრე, რომ ეს მოსამართლეები უვადო მოსამართლეები გამხდარიყვნენ.
„მინდა, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტმა, რაც გულისხმობს, დაახლოებით 20-წლიან გამოცდილებას, მკაცრად, ხმამაღლა და პრინციპულად დავგმო ჩვენი მეგობრის, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მიუღებელი, მით უმეტეს, რომ ამას ჰქონდა, როგორც ირკვევა, სიურპრიზის ფორმა. პარტნიორები, მეგობრები ასე ალბათ არ იქცევიან, თუმცა მეგობრობაშიც, პარტნიორობაშიც ხდება ხოლმე, როდესაც არის გარკვეული გაუგებრობა. ამ მეგობრობას და პარტნიორობას იმდენად დიდი ფესვები და ტრადიცია აქვს, რომ ამგვარი ტიპის გაუგებრობები მას ვერაფერს დააკლებს, თუმცა, რასაკვირველია, ჩვენ ვალდებული ვართ, ვინც წარმოვადგენთ ქართველ ერს ხელისუფლებაში, დავგმოთ ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობითვის დაუშვებელი აქტი სანქცირების სახით.
ჩვენ ვითხოვთ წესებით თამაშს, განსაკუთრებით, როდესაც მეგობრებს და პარტნიორებს ეხება საქმე. მაგალითისთვის, ვითხოვთ, რომ ევროკავშირი მოგვექცეს სამართლიანად, ვინაიდან უსამართლო იყო ქართველი ერისთვის და არა რომელიმე ხელისუფლებისთვის ის გადაწყვეტილება, რაც ბრიუსელმა მიიღო. მოლდოვა და უკრაინა როდესაც წინ დააყენა და უთხრა, გაიარეთ და საქართველო არ გაატარა იმ გზაზე, რომელზეც საქართველო არის ამ ორ ქვეყანაზე უფრო მეტად წარმატებული. ასევე მე დაუშვებლად მიმაჩნია სანქცირებაზე აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები. გაუგებარია ეს გადაწყვეტილება იმის ფონზე, რომ სწორედ დასავლეთი იყო იმის მომხრე, რომ ეს მოსამართლეები უვადო მოსამართლეები გამხდარიყვნენ.
მე, რა თქმა უნდა, ბევრი რამ ვიცი, ბევრი რამ მახსოვს, მაგრამ ისიც მახსოვს, სად ვმუშაობ. მე პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ და ყველაფერზე საჯაროდ საუბრის უფლება არ მაქვს. უბრალოდ, შევახსენებ ყველას, რომ ჩემს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად მე ვედექი სათავეში მართლმსაჯულების რეფორმის პირველ ტალღას, მეორე ტალღას, მესამე ტალღას და საქართველოში არასწრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შემოღებას, რამაც მეოთხე ტალღასთან ერთად, რომელიც საქართველოს პარლამენტმა განახორციელა წინა მოწვევისას, მოიტანა საქართველოსთვის დიდი ნახტომები მართლმსაჯულებაში. იმდენად, რომ დღეს ჩვენ ვართ ევროპული ქვეყნების საუკეთესო ჯგუფში, მოწინავე პოზიციებზე და არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ნატო-ს წევრ ქვეყნებშიც და ჩვენი მართლმსაჯულება ადგას განვითარების სწორ გზას. მიუკერძოებლობის, ასევე დამოუკიდებლობის კუთხით ძალიან დიდი წარმატებები აქვს.
ეს პროცესი გრძელდება და ქართველ ხალხს, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში, რადგან ეს დღე როდესაც დადგება, ჩვენ დავუტოვებთ არა იმას, რაც დაუტოვა ადეიშვილმა, რომელსაც ჩექმის ქვეშ ჰყავდა ხელისუფლების ეს შტო, სასამართლო, არამედ დამოუკიდებელ და მოუკერძოებელ სასამართლოს. შესაბამისად, მე ყველას ვთხოვდი, როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი შვილი, მოეპყარით საქართველოს ისე, როგორც ამას იმსახურებს. ჩვენ დამოუკიდებელი და ძალიან ბევრ ჭირგამოვლილი ხალხი ვართ. შესაბამისად, ჩვენ ვიდგებით ერთად, ყოველთვის ერთ მუშტად შეკრული, რათა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, მშვიდობა, დამოუკიდებლობა და სტაბილურობა“,- განაცხადა თეა წულუკიანმა, როგორც ამას საზოგადოებივი მაუწყებელი იტყობინება.
შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.
სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press