უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტრშეტევის დაწყების გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნება მიღებული, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
დანილოვის თქმით, გადაწყვეტილებას შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიიღებს.
"თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ვარიანტი, ეს ასე არ არის. სამი ვარიანტიც კი არ არის საკმარისი. ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი", - აცხადებს დანილოვი.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ასევე ეხმაურება პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაზე გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ „სპეციალური სამსახურები უფრო ფხიზლად უნდა იყვნენ, როცა საქმე საიდუმლო დოკუმენტებს ეხება“.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press