იმ გამოკითხვის შინაარსიდან, რაც მე მივაწოდე შსს-ს, თუ აღმოჩნდება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაიწყება გამოძიება, - ამის შესახებ ანანია გაჩეჩილაძემ, POSTV-ის დირექტორის, შალვა რამიშვილის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტზე განაცხადა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მისი და შალვა რამიშვილის ურთიერთობის ფარგლებში სისხლის სამართლის ნიშნები დადგინდება, შალვა რამიშვილის გამოკითხვის ვალდებულება აუცილებლად გაჩნდება.
"გამომძიებელი ქალი იყო საკმარისად ემპათიური და ასე ვთქვათ ორიენტირებული ჩემი ინტერესების დაცვისკენ და გამომდინარე იმ გამოკითხვის შინაარსიდან, რაც მე მივაწოდე შსს-ს, თუ აღმოჩნდება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაიწყება გამოძიება. შალვა რამიშვილის გამოკითხვის ვალდებულება აუცილებლად გაჩნდება, თუ დადგინდება სისხლის სამართლის ნიშნები ამ ჩვენ ურთიერთობის ფარგლებში", - განაცხადა ანანია გაჩეჩილაძემ გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ.
შეგახსენებთ, ანანია გაჩეჩილაძემ შალვა რამიშვილის სავარაუდო სექსუალური შევიწროების მამხილებელი აუდიო ჩანაწერები 2 კვირის წინ გაასაჯაროვა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press