უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინის არმიაში გასაწევრიანებლად F-16 მოიერიშე თვითმფრინავების უცხოელი პილოტები მიიწვია. ამის შესახებ რეზნიკოვმა დანიელ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. იუწყებ უკრაინული მედია.
შეხვედრაზე რეზნიკოვმა უკრაინაში ასევე მიიწვია ის უცხოეული პროფესიონალები, რომლებმაც იციან თუ როგორ გამოიყენონ არტილერია და ტანკები.
"თუ არსებობენ პილოტები, რომლებმაც იციან F-16-ის პილოტირება და მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ომში, უცხოური ლეგიონი მზადაა, მათ კარი გაუღოს", - განაცხადა რეზნიკოვმა.
უკრაინა F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებას დასავლელი მოკავშირეებისგან დიდიხანია ელოდება, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, განაცხადა, რომ პარტნიორებისგან მსგავსი ნაბიჯის გადადგმა და უკრაინისთვის მოთხოვნილი თვითმფრინავების გადაცემა არ არის გამორიცხული და რომ საკითხზე მუშაობა აქტუალურად მიმდინარეობს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press