Foto

უკრაინის პრეზიდენტი - სისულელეა, გვქონდეს იმედი, რომ ვინმე სხვა მოგვიტანს გამარჯვებას - ეს ყველას დავალებაა

სისულელეა, გვქონდეს იმედი, რომ ვინმე სხვა მოგვიტანს გამარჯვებას - ეს ყველას დავალებაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, გასულ წელთან შედარებით, უკრაინაში, ბევრ ადგილას სიმშვიდეა, მაგრამ ეს ომის უგულებელყოფის საფუძველს არ იძლევა.

„შარშანდელთან შედარებით, ბევრ ადგილას ახლა უფრო სიმშვიდეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ომი უგულებელყოთ ან ნაკლებად ორიენტირებული იყოთ სახელმწიფოს დახმარებაზე. სისულელეა, გვქონდეს იმის იმედი, რომ ვინმე სხვა მოგვიტანს გამარჯვებას. ეს ყველას საერთო დავალებაა. იმარჯვებს ის, ვინც ამისთვის იბრძვის და ვინც აწვდის იარაღს; ვინც ამცირებს ტერორისტული სახელმწიფოს შესაძლებლობებს, ვინც ზრდის უკრაინის შესაძლებლობებს. დიდება ყველა ჩვენს ჯარისკაცს, დიდება ჩვენს ძლიერ ხალხს, დიდება უკრაინას", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.