უკრაინის კონტრშეტევა, შესაძლოა, ზაფხულში დაიწყოს,- ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. როგორც შმიგალმა The Hill-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, კონტრშეტევის დასაწყებად ყველაზე ძლიერი ზეწოლა უკრაინული საზოგადოებიდან მოდის.
პრემიერ-მინისტრის თქმით, რაც შეეხება პარტნიორებს, მათი მხრიდან უკრაინაზე კონტრშეტევის დაწყების მოთხოვნით ზეწოლა არ ხორციელდება.
„ყველა ჩვენი მეგობარი და პარატნიორი მკაფიოდ ხვდება, რომ კონტრშეტევისთვის აუცილებელია 100%-იანი მზადყოფნა და შეიძლება მეტიც. ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ეს შეგვიძლია. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ვითხოვთ მეტ სამხედრო პოტენციალს, როგორიცაა ტანკები, საბრძოლო მასალები, თვითმფრინავები, ჯავშანტექნიკა",- ამბობს შმიგალი.
ცნობისთვის, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. აშშ-მდე ის კანადას სტუმრობდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press