რუსეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. აღნიშნულ ინფორმაციას Deutsche Welle ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყებაში გამოცდას წარმატებულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ასტრახანის ოლქში მდებარე "კაპუსტინ იარის" საცდელი ადგილიდან გაშვებულმა რაკეტამ სამიზნე ყაზახეთში მდებარე პოლიგონზე გაანადგურა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, გაშვების მიზანი "კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებისთვის პერსპექტიული საბრძოლო ტექნიკის გამოცდა" იყო.
უწყების ინფორმაციით, გამოცდამ „დაასაბუთა იმ კონსტრუქციული და ტექნიკური გადაწყვეტილებების სისწორე, რომელსაც რუსეთი მიმართავს ახალი სტრატეგიული დანიშნულების მქონე სარაკეტო კომპლექსებზე მუშაობისას“.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press