რუსი ტერორისტები უნდა განიდევნონ უკრაინიდან და გაეროდან, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება უკრაინელი ჯარისკაცისთვის თავის მოკვეთის ამსახველ ვიდეოკადრებს.
კულებას განცხადებით, რუსეთის ფედერაციამ დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს.
"აბსურდია, რომ რუსეთი, რომელიც ISIS-ზე უარესია, ხელმძღვანელობს გაერო-ს უშიშროების საბჭოს. რუსი ტერორისტები უნდა განიდევნონ უკრაინიდან და გაეროდან",- ამბობს კულება.
ცნობისთვის, გუშინ, 11 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ რუსი სამხედროები უკრაინელ ტყვე ჯარისკაცს დანით თავს აჭრიან.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press