აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა და ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.
ელისაშვილის შეფასებით, ოპოზიცია კეზერაშვილისადმი ლოიალურადაა განწყობილი.
"აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა და ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია. დგანან მერე და თან ჭკუას გასწავლიან. არ დაგეკარგოთ არსად ეგ კეზერაშვილი. ოცნება უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, მარა ნაცები არ უნდა მოვუშვათ!", - წერს ალეკო ელისაშვილი.
ცნობისთვის, BBC-იმ ვროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მონაწილედ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press