Foto

ზარქუა - მივმართავ ქალბატონ დეგნანს, დაასანქცირეთ კეზერაშვილი!

მივმართავ ქალბატონ დეგნანს, დაასანქცირეთ დავით კეზერაშვილი - ქალბატონო ფოტიგა, კიდევ რომელია - რაისა თუ რასა, კუბილიუს ბატონო, მაინტერესებს, შეცდომაში იყავით შეყვანილი, თუ თქვენც მონაწილე ხართ ამ სქემის, ლობისტური სქემის?! - ასე მიმართავს ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა საერთაშორისო პარტნიორებს.

ზარქუა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელშიც პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით დავით კეზერაშვილია ნახსენები, ენდობა და ამბობს, რომ გამოძიების გაგრძელებას ელოდება.

"დარწმუნებული ვარ BBC-ის ძიება გაგრძელდება, ოფიციალურ სახეს მიიღებს. მჯერა ბრიტანული გამოძიების და ახლა მივმართავ ქალბატონ დეგნანს, დაასანქცირეთ ეს ადამიანი. ჩვენი მთავარი პარტნიორის, ჩვენი, თქვენი - ამერიკელების პარტნიორია ბრიტანეთი, დასკვნა დაიდო, რომ ეს კაცი არის მძარცველი, ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს და ეს ადამიანი აქ, საქართველოში მედიებს აფინანსებს თურმე, როგორც თვითონ თქვა, პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს. 

ქალბატონო ფოტიგა, კიდევ რომელია - რაისა თუ რასა, კუბილიუს ბატონო, ის ვინც თქვენ ქართველებს გამოგვიცხადეთ მედია დევნილი არისო, თურმე თქვენსავე პენსიონერებს ძარცვავს და ეს თქვენმა პარტნიორებმა, ბრიტანელებმა დაადასტურეს. ახლა მაინტერესებს, შეცდომაში იყავით შეყვანილი, თუ თქვენც მონაწილე ხართ ამ სქემის, ლობისტური სქემის?! გეკითხებით ბატონო კუბიულიუს, ფოტიგა, ქალბატონო ანა, გამოდით და თქვით, აბა, რომ კეზერაშვილი არის თურმე მედია დევნილი და პოლიტდევნილი სააკაშვილთან ერთად. ხედავთ რა სამარცხვინოები გახდით?!" - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

ცნობისთვის, BBC-იმ ვროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მონაწილედ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული.