Foto

CIA-ს დირექტორი - რუსეთს ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევა ემუქრება

რუსეთს ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევა ემუქრება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინს კიდევ სჯერა, რომ რუსეთს უკრაინისა და დასავლეთის განადგურება შეუძლია, აქედან გამომდინარე, უკან დახევის ნაცვლად, თავდასხმის ტემპს აორმაგებს.

ბერნსმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის კონტრშეტევის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში სასწორზე ბევრი რამ დევს.

"სწორედ უკრაინის პროგრესი ბრძოლის ველზე განსაზღვრავს დიპლომატიის პერსპექტივებს, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დასასრულებლად", - განაცხადა ბერნსმა.