Foto

აშშ-ის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დღეს დილით ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში, აშშ-ის პრეზიდენტის ისტორიულ ოთხდღიან ვიზიტისას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი The Guardian-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაიდენი და სუნაკი ერთმანეთს სასტუმრო "Grand Central Hotel"- ში შეხვდნენ.

როგორც ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ჩრდილოეთ ირლანდიაში მოქალაქეების მოსასმენად არის ჩასული. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოკავშირედ რჩება.