უკრაინას კონტრშეტევის დროს წარმატების მისაღწევად საკმარისი შესაძლებლობები აქვს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინას შესანიშნავი აქტიური ოპერაციების გეგმა აქვს, მაგრამ მისი დეტალები მხოლოდ პრეზიდენტმა და მისმა ახლო წრემ იცის.
მან დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს იქამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება.
"უკრაინას აქვს შესანიშნავი აქტიური ოპერაციების გეგმა, მაგრამ მისი დეტალები მხოლოდ პრეზიდენტმა და მისმა ახლო წრემ იცის. მათ აქვთ საკმარისი შესაძლებლობები, რაც საჭიროა კონტრშეტევის დროს წარმატების მისაღწევად", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ კონტრშეტევა შესაძლოა ზაფხულში დაიწყოს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press