Foto

ჯოზეფ ბორელმა ჩინეთში ვიზიტი გადადო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ჩინეთში ვიზიტი გადადო.

როგორც თავად აღნიშნავს, ვიზიტის გადადების მიზეზი კორონავირუსით ინფეცირება გახდა.

"სიმპტომები არ მაქვს. თავს კარგად ვგრძნობ. თუმცა, ტესტზე დადებითი პასუხის გამო, სამწუხაროდ, ვიზიტის გადადება მომიწია", - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, ბორელი ჩინეთს სამ დღიანი ვიზიტით ხვალ უნდა წვეოდა. მას შეხვედრები ჩინეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან ჰქონდა დაგეგმილი.