სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბესიკ ამირანაშვილმა კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს საქართველოში, კიმ ტონგ ოპს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი და მოადგილე შოთა როსტიაშვილი ესწრებოდნენ.
"ბესიკ ამირანაავილმა კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს სამცხე-ჯავახეთის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე.
შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ სკოლის დამთავრე...
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ო...
რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, ხოლო მსუბუ...
ძლიერი ქარის გამო, ქობულეთში მანქანას ხე დაეცა,...
Mana press