სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერთან, როსტომ მაგრაქველიძესთან ერთად, დაბა ასპინძაში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, დაბაში დასრულდა მუსიკალური სკოლისა და ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია, გურამიშვილის ქუჩაზე კი ახალი სპორტული სივრცე მოეწყო.
„პროექტის ფარგლებში მუსიკალური სკოლის და ბიბლიოთეკის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
მოეწყო ლამინირებული პარკეტი, თაბაშირ-მუყაოს ჭერი, კარ- ფანჯრები, ახალი კიბე, შეიცვალა ელექტრო სისტემა და მოპირკეთდა ეზო. შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
რაც შეეხება გურამიშვილის ქუჩაზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს - აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინი-სტადიონი, დამონტაჟდა ტრენაჟორები და მოეწყო საბავშვო სივრცე.
პროექტები სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა“,- აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებში სპორტისა და ჯან...
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედოფლ...
რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლა გეგმ...
ქალაქი ჯვარი საქართველოში ალბათ მოსახლეობის ნაწ...
ზუგდიდში პოლიცია 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილ...
Mana press