მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით პარლამენტს მიმართავს.
პარლამენტის საგაზაფხულო სესია სწორედ ყაველაშვილის გამოსვლით გაიხსნა.
საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომას “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატების გარდა, მთავრობის წევრები, თვითმმართველობებისა და კონსტიტუციური ორგანოების პირველი პირები ესწრებიან. პარლამენტში ასევე მიწვეული არიან საპატრიარქოს წარმომადგენლები.
რეგლამენტის გათვალისწინებით, ყაველაშვილის მიმართვის შემდეგ, სიტყვით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი გამოვა. სიტყვით გამოსვლით, სავარაუდოდ, “ხალხის ძალის“ წარმომადგენელიც ისარგებლებს.
დღევანდელ სხდომაზე პარლამენტი სხვა საკითხებს არ განიხილავს.
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახ...
„ლელოს შეცდომა ქვეყანას ძვირად დაუჯდება&l...
Mana press