Foto

საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 40 წლის მამაკაცი დააკავეს

საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, რომელსაც 38 წლის გიორგი ფეიქრიშვილის სიცოცხლე შეეწირა, ბრალდებული დაკავებულია, კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 40 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

დაკავებული კახეთის სამხარეო დეპარტამენტის დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

ამ დროის ინფორმაციით, კონფლიქტი მხარეებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. რა დროსაც კონფლიქტში მონაწილე პირმა 38 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.