ქალაქი ჯვარი საქართველოში ალბათ მოსახლეობის ნაწილმა არ იცის. ჯვარი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობის ენგურის კაშხლის სიახლოვეს. სწორედ ქალაქ ჯვარში გაიხსნა საოჯახო სასტუმრო - ვილა ,,სოიშა’’
როგორც სასტუმროს მფლობელმა ცირა შენგელაიამ განაცხადა, სასტუმრო 6-ნომრიანია. აქედან 3 მცირე ზომის ნომერი, 3 კი - სტანდარტული.
,,სასტუმროს ყველა ფანჯარა არის ტყის ხედით. ვილა იმითაც გამოირჩევა, რომ მას აქვს საქეიფო სივრცე (სანადიმო დარბაზი), სადაც განთავსდება ორმოცი ან მეტი ადამიანი.
მოსულ სტუმარს შეუძლია დააგემოვნოს მეგრული სამზარეულოს გამორჩეული კერძები. ვილის ქირაობა შესაძლებელია, როგორც დღიურად (დაბადების დღე, კორპორაციული წვეულება, ნიშნობა, ბანკეტი და სხვ.) ისე ხანგრძლივი პერიოდით.
რატომ ვილა ,,სოიშა"?
იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია, თითოეულ სტუმარს ინდივიდუალურად და გამორჩეულად ვუმასპინძლოთ
ჩვენი მდებარეობიდან ვიზიტორებს შეგიძლიათ ესტუმროთ: ენგურჰესის კაშხალს, ინწირას ჩანჩქერს, მარტვილის კანიონს, დადიანების სასახლეს, მიურატების სასახლეს ჭკადუაშში და სხვა ღირშესანიშნაობებს’’ - აცხადებს ,,სოიშას“ მფლობელი
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტურისტულ კომპანიებთან აქტიური მოლაპარაკებები თანამშრომლობისთვის
„ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია რამდენიმე ტურისტულ სააგენტოსთან, რომელიც მასპინძლობას უწევს, როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ ტურისტებს. ", - აღნიშნავს შენგელაია.
ტელეფონი - 598 85 22 55
ზუგდიდში პოლიცია 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილ...
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შე...
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ გურიაში...
დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ...
Mana press