Foto

ბათუმში ხმების გადათვლის დროს ხმაური იყო

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ ლოტოტრონის პრინციპით 7 უბანი გადათვალა. აღნიშნული პროცედურის დროს ოპოზიციას, დამკვირვებლებსა და საოლქოს წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კომისიის თავმჯდომარემ ერთი პირი დარბაზიდან წესრიგის დარღვევის გამო გააძევა.

ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ამასთან დაპირისპირება ერთ-ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელსა და დამკვირვებელს შორისაც მოხდა.