Foto

ხმაური ჭყონდიდის ეპარქიაში – განკვეთილ ბერებს მონასტერი პოლიციის ძალით დაატოვებინეს

ჭყონდიდის ეპარქიაში ხმაურია. არსებული ინფორმაციით, მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ გაგზავნილმა პირებმა, მათ შორის, ჩოხოსნებმა განკვეთილ ბერებს პოლიციის ძალის გამოყენებით მამათა მონასტერი დაატოვებინეს.

სალხინოს მონასტერთან მობილიზებულია პოლიცია. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე სასულიერო პირი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

ცნობისათვის, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ 15–მდე სასულიერო პირს მღვდელმსახურება რამდენიმე თვის წინ აურძალა და მონასტრიდან განკვეთა. ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა გუშინ ამოეწურათ.

 

ფოტო – თაიმერი