Foto

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს. დეპუტატებმა კენჭი "ქართული ოცნების" წევრს ჯუმბერ იზორიას და პარტია "საქართველოსთვის" წევრს შოთა წურწუმიას უყარეს.

" ოცნების" დეპუტატმა 13 ხმა მიიღო, ხოლო პარტია "საქართველოსთვის" წევრმა - 12,  ერთი ბიულეტინი კი ბათილი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, თავმჯდომარის არჩევას 14 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.

განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე "ნაციონალური მოძრაობა" უარს აცხადებს ხოლო, გახარიას პარტიის გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია.

 

 

ფოტო:[ფოტო: რადიო ათინათი]