Foto

ბოლნისში, წყლის არხში ახლაგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

ბოლნისში, სოფელ ცურტავში, წყლის არხში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. - ამის შეახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი  ერთი თვის წინ გათხოვდა. მისი ცხედარი  ერთდღიანი ძებნის შემდეგ, ახლობელმა წყალში იპოვა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.